მოსწავლეთა სერთიფიკატები
ირაკლი წიგნაძის ნამუშევრები
პროექტი ,,დინოზავრის ნაკვალევზე"
დინოზავრის ნაკვალევი.
როგორც ცნობილია საქართველოში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა
ერთ-ერთი უძველესი მოდგმის “ჰომო ერექტუსის” (გამართული ადამიანი) ჩონჩხის ნაწილები,
რომლის ასაკი ორ მილიონ წელს აღწევს. ფრანგმა ანთროპოლოგებმა ჩონჩხის მიხედვით აღადგინეს
მათი პირვანდელი სახე. ქართველებმა მათ სიყვარულით შეარქვეს ქართული სახელები: ქალს
- მზია, კაცს - ზეზვა. მზია და ზეზვა ევრაზიის უძველესი მოსახლენი არიან.
საქართველოს ტერიტორია, კერძოთ ქუთაისის მიმდებარე
ტყე (სათაფლიის ნაკრძალი) ასევე საყვარელი ადგილი ყოფილა დინოზავრებისთვისაც. სწორედ
ამ დინოზავრების ერთი ჯგუფის ნაკვალევია აღმოჩენილი აღნიშნულ ნაკრძალში. დინოზავრების
ნაკვალევმა მშვენივრად გაუძლა მილიონიანი წლების ჟამთა სვლას. ნაკვალების სიღმე ნათელ
წარმოდგენას იძლევა ამ ცხოველების მასშტაბზე.
სათაფლიის ნაკრძალში ახლახან დამთავრდა გრანდიოზული
სარესტავრაციო სამუშაოები. ტურისტებს აქ შეუძლიათ იხილონ ტყეში მოსეირნე სხვადასხვა
“მარკის” დინოზავრები. დინოზავრების ნაკვალები, კარსტული მღვიმეები, დინოზავრების ფიტულებთან
ერთად მნახველს გადაადგილებს დროში სულ რაღაც 60 – 100 მილიონი წლის წინ.დინოზავრები
(Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა
2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები
ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის
დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები.
თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული
პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი
იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად
გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში
გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს.
ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი,
რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები
იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ
მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება
და მკცეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე.
დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი
ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ძაღლისოდენა
წინამორბედებისაგარ ისინი ვეებერთელა, სპილოს წონა მტაცებლად და ავტობუსის სიგრძე ბალახისმჭამელებად
ჩამოყალიბდნენ. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ზომით წიწილას არ აღემატებოდნენ
და საოცარი სიმარდით გამოირჩეოდნენ. დინოზავრების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არცერთი,
შინაურ კატაზე დიდი ძუძუმწოვარი არ არსბობდა. დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ
და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში
მოულოდნელად გადაშენდნენ. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანები დედამიწაზე მხოლოდ
100 000 წლის წინ გაჩნდნენ. ათასწლეულების მანძილზე ადამიანები მიწაში დინოზავრების
ნამარხებს პოულობდნენ, მაგრამ პირველი ნამარხი, რომელმაც ნათელი მოჰფინა გადაშენებული
გიგანტური ქვეწარმავლების არსებობას, იყო ეშვებიანი ყბის ძვალი. ის ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა,
უილიამბაქლენდმა აღმოაჩინა 1824 წელს და მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც ლათინური
სახელი – მეგალოზავრი უწოდა, რაც “დიდ ხვლიკს” ნიშნავს. ტერმინი “დინოზავრი” ანუ “საზარელი
ხვლიკი” ბრიტანელმა მეცნიერმა, რიჩარდ ოუენმა შემოიღო 1842 წელს
მაშინ, როცა დინოზავრები
ხმელეთზე ბატონობდნენ, ცაში პტერანოდონი და მისი მსგავსი ქვეწარმავლები ნავარდობდნენ.
პტერანოდონები დინოზავრები არ იყვნენ, ისინი უძველეს ქვეწარმავალთა ცალკე შტოს მიეკუთვებიან,
ისევე, როგორც ზღვის ბინადარი ქვეწარმავლები – იქთიოზავრები და პლეზიოზავრები. დინოზავრების
უმრავლესობის მსგავსად, ეს სახეობები ევოლუციის ჩიხში მოექცნენ და, საბოლოოს, გადაშენდნენ
კიდეც. მათი ადგილი ბუნებაში ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა დაიკავეს. მეცნიერთა დიდი
ნაწილი ფიქრობ, რომ 65 მილიონი წლის წინ ყველა დინოზავრი არ გადაშენებულა. ზოგიერთმა
მცირე ზომის ხორციჭამია დინოზავრმა განვითარება განაგრძო და თანამედროვე ფრინველად
იქცა. ამ ვარაუდს ამტკიცებს ფრინველებისა და დინოზავრების ჩონჩხებს შორის არსებული
ბევრი მსგავსება, აგრეთვე, ბუმბულით შემოსილი დინოზავრის – კაუდიპტერიქსის ნაშთების
უკანასკნელი გამოკვლევები. თუ ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დამტკიცდა, მაშინ გამოვა, რომ დინოზავრების
შთამომავლების რიცხვი ათჯერ აღემატება მათი გადაშენებული წინაპრებისრაოდენობას.დინოზავრების
რეკორდები
ყველაზე დიდი დინოზავრი
– სეისმოზავრი, სიგრძე 50 მეტრი, ან არგენტინაზავრი, სიგრძე და წონა უცნობია.
ყველაზე დიდი მტაცებელი
– გიგანტოზავრი, სიგრძე 12.5 მეტრი. წონა 8 ტონა.
ყველაზე გრძელი მტაცებელი
– სპინოზავრი, სიგრძე 17 მეტრი.
ყველაზე გრძელი კისერი
- მამენჩიზავრი – 15 მეტრი.
ყველაზე დიდი თავი – პენტაცერატოპსი
ან ტოროზავრი, თავის სიგრძე 3 მეტრს აღემატება.
ყველაზე პატარა დინოზავრი
– კუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი.
ამბავი დინოზავრების შესახებ....
|
ჩვენს
პლანეტაზე დინოზავრები
ადამიანის გაჩენამდე
დიდი ხნით
ადრე ბინადრობდნენ.
ზოგის სახეობა
ორი ავტობუსის
ხელა იყო,
ზოგი კი
ზომით ქათამსაც
კი არ
აღემატებოდა. ნაწილი
დინოზავრებისა ბალახით
იკვებებოდა, ნაწილი
კი ხორცის
მჭამელი იყო.
,,ტირანოზავრები“
ორ
ფეხზე
დადიოდნენ,
ისინი
ხორცის
მჭამელი დინოზავრები იყვნენ და სიმაღლით სპილოს უტოლდებოდნენ. მათ საშინელი
ხანჯალივით
ბასრი
კბილები
ჰქონდათ.
,,ზავროპოდები“
ბალახით
იკვებებოდნენ
და
ოთხ
ფეხზე
დადიოდნენ,
წორეთ
მათი
სიგრძე
იყო
დაახლოებით
ორი
ავრობუსის
ხელა.
ისინი
ჯოგებად
ცხოვრობდნენ,
ნაშიერს
ხორცის
მჭამელი
დინოზავრებისაგან
განსაკუთრებულად
იცავდნენ,
მათ
ჯოგის
შუაგულში
აყენებდნენ
და
ირვლივ
ცოცხალ
კედლად
შემოერტყმებოდნენ
ხოლმე.
ეს
გოლიათი
დინოზავრები
კვერცხებით
მრავლდებოდნენ,
ისინი
გიგანტური
ქვეწარმავლები
იყვნენ. საინტერესოა მონღოლეთში, ჩინეთში, კანადაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, აშშ–ში, საფრანგეთსა და რუსეთში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა უზარმაზარი ხვლიკების დიდი რაოდენობით ჩონჩხები, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა დინოზავრების საიდუმლოებით მოცულ
და
ტრაგიკულ
ბედზე,
რომლებიც
ერთი
ხელისმოსმით
აღიგავენ
პირისაგან
მიწისა
65 მილიონი
წლის
წინათ,
მაგრამ
ამ
ცხოველების
საოცარმა
ზომებმა
იმდენად
შეძრა
ადამიანების
წარმოსახვა,
რომ
ერთი
მნიშვნელოვანი
ფაქტი
გამორჩათ:
დინოზავრებთან
ერთად
ჩვენს
პლანეტაზე
მაშინ
დედამიწის
ფლორისა
და
ფაუნის
თითქმის
50 პროცენტი
განადგურდა
– თევზები,
კუები,
მოლუსკები,
კრევეტები,
წყალმცენარეები
და ხეები.
No comments:
Post a Comment