,,ი“ და ,,ა“ ასო-ბგერები
,, აი
ია „
აი ია,
სადაც თვალით შემიხედავს,
აი, ია სადაც ფეხით გამივლია,
რა ლამაზი ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
ყვავილია, - აი ია,
მინდორშიაც, - აი ია,
ბაღჩაშიაც, - ია თურმე დედის ცრემლზე
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია! ამოსული ყვავილია.
აი, ია სადაც ფეხით გამივლია,
რა ლამაზი ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
ყვავილია, - აი ია,
მინდორშიაც, - აი ია,
ბაღჩაშიაც, - ია თურმე დედის ცრემლზე
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია! ამოსული ყვავილია.
ანდაზა: 1. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
2. ადრე ამდგარსა
კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი.
აფორიზმი: არ-დავიწყება
მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა.
--------------------------------------------------------------------------------------------------
,,თ“ ასო-ბგერა
ჯ. ჩარკვიანის ,,დათუნია
და ფუტკრები“
დათუნამ თქვა, ყველა ცხოველს ფუტკრები რომ დაინახა,
დავტორავ და დავფლითავ. გაიტრუნა, დამუნჯდა,
ჩემებურად ერთი მაგრად დათუნიას
ტკბილი თაფლი
თუ არ გავძეხ თაფლითა. მწარე ნესტრად დაუჯდა.
ანდაზა: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.
აფორიზმი: თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
,,ს“ ასო-ბგერა
ნ.
დუმბაძის ლექსი ,,საათი"
- ტიკ-ტაკ,
ტიკ-ტაკ,
იძახის მოვა დედა,
შეხედავს:
და კედელზე ჰკიდია, - აბა, ჩემო ოთარი,
დღე და ღამე ისრები ცხრა საათი გამხდარა,
მიდიან და მიდიან...... შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.
და კედელზე ჰკიდია, - აბა, ჩემო ოთარი,
დღე და ღამე ისრები ცხრა საათი გამხდარა,
მიდიან და მიდიან...... შენი ძილის დრო არის!
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.
ანდაზა: სიზარმაცეს მათხოვრობა
მოსდევს.
აფორიზმი:სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
--------------------------------------------------------------------------------------------------
,,ხ“ ასო- ბგერა
ნ. დუმბაძის
,,ბეკეკა"
გამიგონე, ბეკეკა,
ერთხელ თუ გაგებუტე,
გეყო სტუნვა-თამაში, ვეღარ გადამიბირებ,
ხედავ? დამეტაკე და მერე მთელი საათი
ამომსვარე ტალახში. დაჯექი და იტირე.
თუგინდ ჩემი მურიაც
შენი ცოდვით იწვოდეს,
შენს დედიკოს მონაწველ
რძეს არ დავლევ, იცოდე.
გეყო სტუნვა-თამაში, ვეღარ გადამიბირებ,
ხედავ? დამეტაკე და მერე მთელი საათი
ამომსვარე ტალახში. დაჯექი და იტირე.
თუგინდ ჩემი მურიაც
შენი ცოდვით იწვოდეს,
შენს დედიკოს მონაწველ
რძეს არ დავლევ, იცოდე.
ანდაზა: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
აფორიზმი: ხამს მოყვარე
მოყვრისათვის, თავი ჭირსა ამრ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,სიყვარული
გზად და ხიდად.
---------------------------------------------------------------------------------------------------
,,ო" ასო-ბგერა
ი. გრიშაშვილის ,,ძილისგუდა“
გაშოტილა
ლოგინში,
ბიჭო, არა გრცხვენია
თითქოს იყოს
სნეული,
დასაქმება დედისა?
დედას ასე
უბრძანებს: რომ არ გახდე შემდეგში
_მომაწოდე
რვეული!
მომდურავი ბედისა,
_დედი, ჩაი დამისხი! ტვინს ტალ-კვესი გაჰკარი,
_დედი,ღილი ამიწყდა! ნუ ნებივრობ ლოგინში,
_გაკვეთილი ამიხსენ, უსწავლელი დარჩები
დედი, გადამავიწყდა!
დახმარების ლოდინში!
ანდაზა: ორი კურდღლის მდევარი,
ვერცერთს ვერ დაიჭერსო.
------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ე“ ასო- ბგერა
ხ. ბერულავას ,,შემოდგომა“
სექტემბრიდან
დეკემბრამდე ქარი
ქრის და წვიმის წვეთებს
შარიშურობს ნება-ნება,
მზე ღრუბლებში ემალება,
რომ პეშვებით
დაარიგოს
რომ თავისი შუქ-ნათელი
სიუხვე და
ნეტარება. მოგვაფრქვიოს ნება-ნება.
ანდაზა: ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
--------------------------------------------------------------------------------------------------
,,უ“ ასო- ბგერა
მ.ფოცხიშვილის ,,უთო“
უთო არის ძალზე ცხელი,
არ დაიწვა, თეო, ხელი,
გაუსვი და გამოუსვი მოხდენილად,
სწრაფად,
დედოფალას მოუხდება გატკეცილი
კაბა,
დაჭმუჭნილი ტანსაცმელით ხომ
არ ივლის აბა?
ანდაზა: 1.უჭკუო თავმა ფეხებს ზარალი მისცაო.
2.უსწავლელი ქვაზე
დაჯდა, ქვა ქვას მიემატაო.
----------------------------------------------------------------------------------------------------
,,ძ“ ასო- ბგერა
ი.გოგებაშვილის ,,ცხენი“
ცხენს
გრძელი, ლამაზად მოყვანილი თავი და კისერი ფაფარით აქვს დამშვენებული. მისი ლამაზი
ტანი ოთხ წვრილსა და გრძელ ფეხს ებჯინება. ამ ფეხებს ქარივით სწრაფი სირბილი შეუძლიათ.
უკანა ფეხები მეტად ღონიერი აქვს და ვაი მას, რომელსაც მისი ტყუპი წიხლი მოხვდება.
ტანს ამშვენებს კუდი, რომელიც გრძელი ძუითაა შემოსილი. ძალიან ფრთხილია, წამდაუწუმ
ცქვეტს წვეტიან ყურებს და შეკრთომით უგდებს ყურს გარემოს.
ანდაზა: ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
,,მ“ ასო- ბგერა
მუხა
მუხა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იზრდება. ისხამს რკოს,
უყვარს სითბო,ძალია დიდხანს ცოცხლობს, 700-800 წლამდე. ქართველებისთვის იგი ძლიერების
სიმბოლოა - მუხასავით ძლიერიაო, იტყვიან ხოლმე. საქართველოში ძალზედ გავრცელებულია.
მუხა ძვირადღირებული, საუკეთესო სამშენებლო მასალაა.
ანდაზა: მადლი ჰქენი, ქვაზე დადე,
გაიარე წინ დაგხვდება.
-------------------------------------------------------------------------------------------------
,,შ“ ასო- ბგერა
_ რად მოფრენილხარ, შოშიავ, შემაწუხებდა შიმშილი
შენ ასე ადრიანად და კიდეც შემცივდებოდა.
_ რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს, მაგრამ გავბედე წამოსვლა,
ვიყავი ნაღვლიანადა, არ შევუშინდი ზამთარსა
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი და მოვატანე კიდეცა
აქ კიდევ დამიხვდებოდა, ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა.
ანდაზა: 1.შორი გზით იარე, შინ მშვიდობით მიდიო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
,, კ" ასო-ბგერა
სოკო
გვალვიანი თვე დადგა, თორემ ხახა გაგვიშრა
ტყეში სიცხემ იმატა. და დაგვიჭკნა ტანია,
დედა სოკომ საშველად ჩვენ, სოკოებს უწყლობა
ზეცას თხოვნით მიმართა: ვეღარ აგვიტანია".
,,ჩვენ არ ვიცით, ღრუბლებმა მალე ღრუბლის სამეფოს
რომელ მხარეს იმგზავრეს, ქარმა მიუკაკუნა....
მოაბრუნე ჩვენსკენ და ზეცამ თხოვნა ისმინა,
წვიმა გამოგვიგზავნე. ჩამოუშვა შხაპუნა.
ანდაზა: კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო, ცუდი შვილი დედის გულის დარდიაო.
----------------------------------------------------------------------------------------------------
,,ვ" ასო-ბგერა
ნოდარ დუმბაძის ,,იხვი და მამალი „
ვიტი, ვიტი, ჩემზე დიდი - მაგ დაფეხვილ ტრაბახასმოცურავე ვინ არი, მივალ, ყელში ვეცემი,
ვის ამშვენებს ულვაში, დაახალეთ, დედლებო,
გამეჯიბროს ცურვაში. თქვენი ლაყე კვერცხები.
ზურგზე ლურჯი ზოლი გამდევს, ისე მაგრად გავცურო,
ჩემპიონის კანტია, ისე მაგრად ვიყივლო,
იხვთა მოდგმა ვასახელე, მაგას თუ არ ვაჯობო,
მეძახიან `კვატიას . დე, გამიხმეს ბიბილო!
. და დედლების ამალით გადაეშვა მორევში,
იქვე გაჩნდა მამალი. ცა ყივილით გახია,
უკან არ დაიხია, და იმ დღიდან მამალი
ტანზე შემოიხია: დედლებს არ უნახია.
ანდაზა: ვინც დაიზარაო, არ გაიხარაო.
აფორიზმი: ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
------------------------------------------------------------------------------------------------------
,,გ" ასო-ბგერა
მ.მრევლიშვილის ლექსი “ყოჩაღი კაპიტანი”
“ბათუმისკენ მიმავალიზღვას მიარღვევს თბომავალი,
-შეიძლება კაპიტანო,
გემზე ბარგი ავიტანო?
-ამობრძანდი,შეიძლება,
ახლა გეზი შეიცვლება,
მიზნადა გვაქვს დასახული
ვნახოთ ყველა ნავსადგური!”
ანდაზა: გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს, უგუნური კი-ამძიმებსო.
აფორიზმი: გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
,,ფ" ასო-ბგერა
გ. ჭიჭინაძის ,, რაზე ჩივის ოფოფი"
ეს ოფოფი გაჩეჩილი
ყური უგდეთ, რაზე ჩივის:
სავარცხელი არ მაქვსო,
მიველ, ვთხოვე მამალსო.
დახმარების მაგივრად
საყვედურით ამავსო,
ასე მითხრა: შე სულელო,
ჩვენი წესი რად არ იცი?
ჯაგრისი და სავარცხელი
ყველასა აქვს თავ-თავისი!
ანდაზა: 1. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
2.ფრინველსა ფრთები ამშვენებს, ადამიანს გონებაო!
---------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ნ" ასო-ბგერა
---------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ნ" ასო-ბგერა
მენავე იხვები (თხზულება)
იხვები ნავით სეირნობდნენ.ნაპირზე თოფით შეიარაღებული მელია დაინახეს ჭუჭულებით სავსე კალათით. ცბიერმა მელიამ იხვებს ჭუჭულების ნავით გასეირნება სთხოვა. იხვები დათანხმდნენ. ნავში მელიაც ჩაჯდა. მსუნაგმა მელაკუდამ იხვების შეჭმა მოინდომა, მაგრამ იხვები არ შეშინდნენ. მათ მელია წყალში გადააგდეს და ჭუჭულებთან ერთად განაგრძეს სეირნობა.
ანდაზა: ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო!
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ზ" ასო-ბგერა
მეთევზე მელა
მელაკუდამ მდინარის პირას გაისეირნა.ანკესიც თან წაიღო. მას ირგლივ შემოეხვივნენ ბაყაყები, ლოკოკინები, ჭიები, კუები. მდინარეში თევზი დაცურავდა. მელაკუდამ მდინარეში ანკესი გადააგდო. ანკესს თევზი ამოჰყვა. მელიამ იფიქრა: ამ თევზს შევინახავ და მეორესაც დავიჭერო. ამასობაში თევზი გაექცა. მელაკუდას ყველამ სიცილი დააყარა.
ანდაზა: 1.ზოგი ჭირი მარგებელიაო.
2. ზარმაცისთვის ყოველი დღე უქმეაო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
,,რ" ასო-ბგერა
ორი ირემი
ორი ირემი ძოვდა მაღალი ბალახით შემოსილ მინდროზე. ერთმა მოგლიჯა ერთი ბღუჯა საუკეთესო ბალახი და მეორეს შესთავაზა. მეორემუთხრა:
-რად წუხდები, ძმობილო? ხომ ხედავ, ბალახი მეც თავზე საყრელად მაქვსო.
-ვიცი, რომ არც შენ გაკლია, მაგრამ ჩემგან მორთმეული უფრო გესიამოვნებაო,- უპასუხა პირველმა.
,, ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა,
ირემმა ირემს ნეტა რა უწოდა?
მეგობარი".
ანდაზა: 1. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
2.რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
3. რაც არ გერგება. არ შეგერგება.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ჩ" ასო-ბგერა
ნ.შამანაძის ,კურდღელი და კენგურუ"
_კენგურუ , ჩანთა მათხოვე,
სკოლაში მიმყავს ბაჭია.
_თუმცა დასავით მიყვარხარ,
სალაპარაკო არც კია.
რა ვუყო, როგორ გათხოვო,
შიგ მიზის შვილი პაწია.
ანდაზა: 1.ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
2.ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევსო.
------------------------------------------------------------------------------------------------------
,,დ" ასო-ბგერა
###
დათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე:
_ დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა!
უცებ შეხვდა ვირთხა _ არ უცდია დიდხანს,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
_ დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,მშიერი და ხარბი,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა, მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
_ დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია, გაუწვდინა ყელია,
თქვა: _ დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა, მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
_ დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხდა კოდალა,დათვს კი არა ჰქონდა რა!

ანდაზა:1. დღემეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო!
2. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ციყვი
შემოდგომა გავიდა. ციყვი ზამთრისთვის მოემზადა. ბინა ხის ფუღუროში დაიდო. შიგ ხავსი ჩააგო და საკვებიც ბლომად მოიმარაგა: თხილი, კაკალი, რკო. თბილადაც მოკალათდა,თავისი თბილი, ფაფუკი კუდი ამოიდო თავქვეშ და დასვენება გადაწყვიტა. ამ დროს რაღაც ხმაური შემოესმა. გადმოიხედა ფუღუროდან და დაინახა, ხის ძირში ცხოველები შეგროვილიყვნენ, სუფრა გაეშალათ და ჩაის მიირთმევდნენ. მათ სუფრაზე ციყვიც მიიპატიჟეს. ციყვი სიამოვნებით შეუერთდა ცხოველების მხიარულებას.
ანდაზა: .ღარიბი კაცის დაპურება მადლიაო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ღ" ასო-ბგერა

==============================================================================
,,ლ" ასო-ბგერა
ნ. დუმბაძის ,,მამალი“
როცა ავად ვიყავი, ჰოდა, ეს რომ გავიგე,
ვსვი და ვყლაპე წამალი მამალს ხელი დავავლე
და დედიკომ საჩუქრად და ბებიას უჩუმრად
მომიყვანა მამალი. კარადაში დავმალე.
ერთხელ ძია გვესტუმრა, მერე იცით, რა მოხდა?
ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო? ბებომ შიშით იკივლა...
ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ იმ სულელმა მამალმა
მამლაყინწა დავკლათო. კარადაში იყივლა.
ანდაზა: ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი.
აფორიზმი: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
----------------------------------------------------------------------------------------------------
,,ბ" ასო-ბგერა
ბეღურა
ბლის ტოტებში შემოჯდა უჭიკჭიკა - ეგ მარწყვი
ჩიტუნია პატარა, ჩვენც გვიყვარსო, პაწიებს,
სწორედ ამ დროს ბებიამ თქვენს ბალს პირს არ მოვკიდებთ,
მარწყვი ჩამოატარა. მარწყვს თუ გაგვინაწილებ!
###
ბეღურა სპობს ჭია-ღუას,
არის მეტად სასარგებლო,
ზამთარ- ზაფხულს აქ ატარებს,
უყვარს დედა საქართველო!
ანდაზა: ბუზი ბევრი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.
აფორიზმი: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
---------------------------------------------------------------------------------------------------------
,,პ" ასო-ბგერა
ა.წერეთლის ,,ყმაწვილი და პეპელა“
ჭრელი პეპელა დაათრო რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
და გააბრუა იამა... ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მას მიეპარა ყმაწვილი, მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
დაიჭირა და იამა... გამიშვი... ნუღა მაცდენო!
ალერსით უთხრა: „პეპელა, ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
თავს რითი ირჩენ შენაო? გაფრინდა ნაზი პეპელა...
როგორ არა გღლის მთელი დღე და თითქოს ნიშნად მადლობის,
მოუსვენარი ფრენაო?“ თავს ევლებოდა ნელ-ნელა.
პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვცხოვრობ მე უზრუნველადო.
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.
ანდაზა: პურმარილი ბატონსაც კი ყმად გახდისო.
------------------------------------------------------------------------------------------------------
,ც" ასო-ბგერა
ცხვარი
ცხვარი შინაური ცხოველია. იგი მეტისმეტად მშვიდი
და წყნარია. თავის დაცვა სრულებით არ შეუძლია. ბევრი ცხვარი ერთად ფარაა. ფარას ჰყავს
წინამძღოლი- ვაცი. ყველა ცხვარი ვაცის ნებაზე დადის. ვაცს რომ ფეხი მოუსხლტეს და კლდეზე
გადავარდეს, მთელი ფარაც თან გადაჰყვება.
ცხვარს
დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის: მისი მატყლისგან ქსოვილებს ამზადებენ, ხორცი
და რძე კი საკვებად გამოიყენება.
ანდაზა: 1. ცოდნა სინათლეა, უცოდინრობა - სიბნელე.
2. ცდა ბედის მონახევრეაო.
--------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ტ" ასო-ბგერა
ნ. დუმბაძის ,,ფისო“
ფისუნია, ძილისგუდა, არა,
ფისო, ჯერ არა ვარ
ჩხუბის ღირსი არა ხარ? შენისთანას
მნახველი,
მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ამდენ ძილში,
ჩემო კარგო,
ყველაფერი გადახრა.
სულ გაგიტყდა სახელი.
-
იცი,
რა თქვეს შენზე გუშინ
თორნიკემ და გოგიამ?
ასეთ ფისოს, ჩვენო ნანა,
სათაგური ჯობია.
ანდაზა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
,,წ" ასო-ბგერა
ეზოპეს იგავ-არაკი ,,მელა
და წერო“
მელა ხშირად ეხუმრებოდა და აწვალებდა თავის მეგობარ წეროს. ერთხელ მან წერო სადილად დაპატიჟა და ახალი ოინი მოუწყო. სადილად ფაფა დაახვედრა, რომელიც თეფშზე
დაუსხა და თან უთხრა:
_მიირთვი, გენაცვალე,ძალიან გემრიელია! თავად
მოვამზადე.
უკაკუნა საწყალმა წერომ ნისკარტი თეფშს, მაგრამ
ამაოდ! ერთი ლუკმაც ვერ ჩაიდო პირში. რა ექნა, მაინც დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძელს
და მეორე დღეს მელა თავისთან დაპატიჟა. სტუმრად მისულ მელას წერომ სადილად მაღალყელიან
ქოთანში ჩაყრილი მარცვლები მიართვა.
მელამ ბევრი უარა ქოთანს გარშემო, მაგრამ თავი
ვერაფრით ვერ ჩაყო.მასაც რა ექნა, მადლობა მოახსენა წეროს და წაბრძანდა შინ მშიერი.
ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს სტუმრად აღარ სწვევიან.
ანდაზა: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
,,ქ" ასო-ბგერა
ნ.დუმბაძის ,,ექიმი“
მოვიდა და გაგვსინჯა მე კი სულ არ მციოდა, ერთად მე და ბებია, თბილად მეცვა ზემოდან,
მერე უთხრა დედიკოს: გიზგიზებდა ბუხარი
- ბავშვი გაგცივებიათ. და ძალიან მცხელოდა.
ავად სულაც არა ვარ,
ან მცივანა როდი ვარ,
ძია ექიმს ეშლება -
მე ბებია ვგონივარ.
მერე უთხრა დედიკოს: გიზგიზებდა ბუხარი
- ბავშვი გაგცივებიათ. და ძალიან მცხელოდა.
ავად სულაც არა ვარ,
ან მცივანა როდი ვარ,
ძია ექიმს ეშლება -
მე ბებია ვგონივარ.
ანდაზა: 1. ქურდს ქუდი ეწვისო.
2.ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
,,ყ" ასო-ბგერა
მ. მაჭავარიანის ,, ყაყაჩო და დალი ‘
- გათენდაო! -
ყაყაჩომაც ღობე-ღობე ჩურჩულებენ
გაახილა თვალი; ჭადარი და ქარი,
დილაა და სკოლისაკენ ჩურჩულებენ: ვინ სჯობია -
მიცუნცულებს დალი - ყაყაჩო თუ დალი?!
პაწაწინა, ცეროდენა,
ცუგრუმელა ქალი.
გაახილა თვალი; ჭადარი და ქარი,
დილაა და სკოლისაკენ ჩურჩულებენ: ვინ სჯობია -
მიცუნცულებს დალი - ყაყაჩო თუ დალი?!
პაწაწინა, ცეროდენა,
ცუგრუმელა ქალი.
ანდაზა: ყველი და პურიო, კეთილი გულიო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ორშაბათი: 1.ინგლისური 2. მათემატიკა 3.ხელოვნება 4.მუსიკა 5.ქართული
სამშაბათი: 1.მათემატიკა 2.ხელოვნება 3.ქართული 4.ბუნება
ოთხშაბათი: 1-2.ქართული 3.მათემატიკა 4.მუსიკა 5.სპორტი
ხუთშაბათი: 1.ინგლისური 2.ქართული 3.მათემატიკა 4.ბუნება
პარასკევი: 1.მათემატიკა 2.სპორტი 3-4.ქართული

მეორე კლასის გაკვეთილების ცხრილი
ორშაბათი: 1.ინგლისური 2. მათემატიკა 3.ხელოვნება 4.მუსიკა 5.ქართული
სამშაბათი: 1.მათემატიკა 2.ხელოვნება 3.ქართული 4.ბუნება
ოთხშაბათი: 1-2.ქართული 3.მათემატიკა 4.მუსიკა 5.სპორტი
ხუთშაბათი: 1.ინგლისური 2.ქართული 3.მათემატიკა 4.ბუნება
პარასკევი: 1.მათემატიკა 2.სპორტი 3-4.ქართული
No comments:
Post a Comment