ღონისძიებები

მათემატიკური საღამო   ,,ჰა, ბურთი და მოედანი"





                                                                                                                     პირველი ვარიანტი
                                                        

                                               დოღი
      დოღის დროს ჯილდოს, ჩვეულებრივ,დანიშნულ ადგილზე პირველად მისული ცხენის პატრონი იღებს.
     ძველად ერთ-ერთმა თავადიშვილმა მოისურვა,რომ ჯილდო იმ ცხენის პატრონს მიეღო,ვისი ცხენიც დანიშნულ ადგილზე უკანასკნელად მივიდოდა.
    მხედრები უძრავად იდგნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ადგილიდან დაძვრა. ეშინოდათ, ჩვენი ცხენი წინ არ წავიდესო. ბოლოს, ერთ-ერთმა მაყურებელმა რჩევა მისცა. მართლაც, გამოსავალი მოიძებნა.
    ამ რჩევის შესრულების შემდეგ,მხედრები ელვის სისწრაფით მოსწყდნენ ადგილს და ერთმანეთის გასწრებას ცდილობდნენ.

 იქნებ,გამოიცნოთ, რა ურჩია მხედრებს ამ კაცმა?                              

                                                                                       მეორე ვარიანტი                                    
                                მოსაზრებული ელჩი
     ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა. სტუმარი ღირსეულად მიიღეს და პატივისცემის ნიშნად ლხინი გაუმართეს.
     თურმე სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონიათ,ვინც სუფრაზე მოტანილ საჭმელს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დაისჯებოდა.
     ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია.მან სადილზე ყოფნისას დაარღვია ეს წესი, რაც შენიშნეს მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულებმა და ეს ამბავი მეფეს მოახსენეს.
      ამ გარემოებამ იმპერატორი ძალიან შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა, ამას კი ომი მოჰყვებოდა. თუ არ მოკლავდა,ჩვეულებას დაარღვევდა და  დიდებულნი განუდგებოდნენ.
     დიდი ფიქრის შემდეგ, იმპერატორმა ელჩს მოუბოდიშა: ვწუხვარ, ბატონო, მაგრამ ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არ მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ, მაგრამ, ვფიცავ, სიკვდილის წინ ,სიცოცხლის გარდა, რასაც მთხოვ, აგისრულებო.
     ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამ სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადარჩა.
     გამოიცანით, რა სთხოვა ელჩმა იმპერატორს?

                                                                                      მესამე ვარიანტი

                                  რამ გადაარჩინა?
     ძველად ერთ-ერთ სახელმწიფოში ასეთი ჩვეულება ჰქონდათ,სიკვდილმისჯილ დამნაშავეს კენჭს უყრიდნენ. ყუთში ორ დახვეულ ქაღალდს ჩააგდებდნენ, ერთზე ეწერა ,,სიცოცხლე“, მეორეზე_ ,,სიკვდილი“. დამნაშავე რომელ ქარალდსაც ამოიღებდა, იმის შესაბამისად ან ათავისუფლებდნენ, ან სიკვდილით სჯიდნენ.
      ერთ უდანაშაულო კაცს მტრებმა საქმე ისე მოუწყვეს, რომ დაატუსაღებინეს და სასამართლომ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, თან დასჯილს გადარჩენის შანსი რომ არ ჰქონოდა,ის ქაღალდი, სადაც ,, სიცოცხლე“ ეწერა, შეცვალეს ,,სიკვდილით“.
      მაგრამ ტუსაღს ერთგული მეგობრებიც ჰყავდა და ეს ამბავი შეატყობინეს. ტუსაღმა მეგობრები დაამშვიდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, გარწმუნებთ , ისეთ რამეს მოვიფიქრებ, სიკვდილს თავს აუცილებლად დავაღწევო.
      მართლაც,ის მეორე დღეს გაათავისუფლეს.
გამოიცანით, როგორ შეძლო ტუსაღმა თავის გადარჩენა?





   

დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია: ,,ჰოი დედანო, მარად ნეტარნო!"






No comments:

Post a Comment