პროექტი ,,ფლორის საოცრებანი"
პრეზენტაციის სლაიდ-შოუ
სასწავლო რესურსის შექმნის რეფლექსია
1.ჩემ
მიერ წარმოდგენილი რესურსი შეიქმნა პროექტისთვის: ,,ფლორის საოცრებანი’
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა მიეღოთ
სასარგებლო და შხამიან მცენარეებზე, შეესწავლათ
ლოკალური გარემო და ყურადღება
გაემახვილებინათ იმ მავნე
მცენარეებზე,რომლებიც ჩვენ ირგვლივ არსებობენ და არცოდნის
შემთხვევაში საფრთხეს უქმნიან ადამიანთა სიცოცხლეს.
თან,
ყურადღება გამახვილდა იმ საკითხზე, რომ დაუბანელი ხელის პირში ჩადება ან საჭმლის მიღება ყოვლად დაუშვებელია და, რომ მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად, უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები.
2. აღნიშნულმა რესურსებმა კი ხელი შეუწყვეს
შემდეგი მიზნების განხორციელებას:
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად
აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და
აუდიომასალა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს
საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
·
გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის
ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
ქართ. III. 10. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·
მთლიანობაში აკვირდება ტექსტის
სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას,
ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ
შრიფტსა და სხვ.) და იყენებს მათ საყრდენებად კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას;
·
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
·
მასწავლებლის დახმარებით
იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს;
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ელემენტარულ
ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
ბუნ.III.11.მოსწავლეს შეუძლია
გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იკვლევს ლოკალურ გარემოს და
აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში
ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
პირადი ჰიგიენა და ჯგუფური უსაფრთხოება
·
გადამდები
დაავადება და მისგან თავის დაცვა (პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა);
გარემოზე ზრუნვა
·
გარემოში
ქცევის წესები.
3. .ჩემ მიერ შექმნილი
რესურსების, კერძოდ, ბროშურის, გაზეთისა და სლაიდ შოუს შექმნა ემსახურებოდა მიზანს,
პროვოცირება მომეხდინა , მოსწავლეთა დაინტერესება გამომეწვია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და თან დამეკვალიანებინა.
4. ჩემ მიერ შექმნილი რესურსების გამოყენებამ ხელი შეუწყო
მოსწავლეების აქტიურ ჩართვას პროექტის მიზნების მიღწევის პროცესში, სლაიდ შოუში გამოყენებული
მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გასაცემად მოიძიეს უამრავი მასალა,
შეისწავლეს ლოკალური გარემო, შექმნეს მსგავსი რესურსები და გამოიყენეს პროექტის პრეზენტაციისას.
5.შედეგად:
მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, გაეცვნენ მსოფლიო ფლორის საოცრებებს,გაიგეს სამკურნალო და შხამიანი მცენარეების შესახებ, შეისწავლეს ლოკალური გარემო,მიღებული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში, გაიაზრეს პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა,ითანამშრომლეს ერთმანეთთან, გააკეთეს პრეზენტაციები.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული განვითარების ჯგუფის ბუკლეტი
ავტორი:შორენა კუპრავა
https://drive.google.com/open?id=0B0k7mKfzU49zQ3Y2WWdzd04xcVE&authuser=0
პირველკლასელთა ბროშურა
No comments:
Post a Comment