შეფასების რუბრიკები



.


.   მოსწავლის  შეფასების  სისტემა

მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
1.    მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.    მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
3.    მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
1.    სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად განსხავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)






ქულები
შეფასების  დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1






















მუხლი 17.  აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
1.    მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
2.    I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
3.    V-XII კლასებში  მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
4.    მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
5.    V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
6.    დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
7.    მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

მუხლი 18. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
1.    სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
) საშინაო დავალება;
) საკლასო  დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2.    შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
3.    საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.  
4.    შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
5.    ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

მუხლი 19. განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) საერთო წლიური ქულა – საგნების წლიური ქულებიდან გამომდინარე შეფასება;
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

მუხლი 20. ქულების გამოანგარიშების წესი
1.    საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
2.    საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და  განსაზღვრულია, რომ  ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის)  ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
3.    საერთო  წლიური  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საერთო წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიურ ქულა (საშუალო საფეხურზე, აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად) და ჯამი გაიყოს ქულების რაოდენობაზე;
ბ) საერთო წლიური ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდ).
4.    საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი, ქართული მე-11 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

მუხლი 21. კლასისა და საფეხურის  დაძლევა
1.    კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2.    დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლსაერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ)  არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3.    საბაზო  საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლს  საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4.    საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლს  საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0-ან მეტი, რაც აძლევს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას.

მუხლი 22. გაცდენები
1. თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის საგნის სემესტრულ ქულას დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული შეფასება, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე.
2. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ქულა. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის განთვალისწინებული საათების 1/2 და მეტის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლეთა შეფასების წესი განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
3. მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის საათის გაცდენა, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. ამასთან, აბიტურის გაცდენილი საათები არ იანგარიშება ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 
4. სკოლა ვალდებულია  შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნები.
5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში:
ა) ერთი კვირის მანძილზე სკოლის გაცდენის შემთხვევაში, თუ სკოლა აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე;
ბ) თვეზე მეტი ვადით სკოლის გაცდენის შემთხვევაში,თუ  სკოლა - აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული  სკოლის დირექტორი ან მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

მუხლი 23.  გამოცდის ტიპები
1.    ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა;
ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.
2.    სემესტრული გამოცდა ინიშნება:
ა) იმ შემთხვევაში  როდესაც  მოსწავლეს,  სემესტრის განმავლობაში საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტის გაცდენის გამო დააკლდა საგნის სემესტრული ქულის 20% და ამ ქულის გამოსწორება სურს, ან თუ მოსწავლე თვლის, რომ უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეინარჩუნოს საგნის სემესტრული ქულა, რომელიც მას ჰქონდა ქულის 20%-ით დაკლებამდე, მან გამოცდაზე უნდა მიიღოს იგივე ან უფრო მაღალი ქულა.   თუ მოსწავლე გამოცდაზე მიიღებს უფრო დაბალ ქულას, ვიდრე იყო მისი საგნის სემესტრული ქულა 20%-ის დაკლებამდე, მისი საგნის სემესტრული ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: 20%-ით დაკლებულ სემესტრულ ქულას ემატება გამოცდის ქულა და ჯამი იყოფა ორზე; 
ბ) იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
3. სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. 
4. წლიური   გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
5. წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან  საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.
6. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
7. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე  ნაკლები,  სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
8. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
9. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
10. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
11. ექსტერნატის     ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესდა პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
12. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების  პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომელთაც საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 1/2 და  მეტი აქვთ გაცდენილი.
13. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
14.  სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესსი და პირობები  განისაზღვრება კანონმდებლობით;
15.  სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.


მუხლი 24. ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები

       ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები     და მათი გაცემის წესი განსაზღვრება კანონმდებლობით.

მუხლი 25. მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება
1.    შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
2.    მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
3.    მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანი მეათედამდე დამრგვალების შედეგად არის 9.8 და 9.9 და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას,  იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
4.    პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამ/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.


საშინაო  და ტესტური დავალების შეფასების რუბრიკა
ფასდება აქტივობები
 არადამაკმაყ.
   დამაკმაყ.
    კარგი
       სანიმუშო
დავალების სწორად გააზრება
არ აქვს გააზრებული დავალება
ნაწილობრივ აქვს გააზრებული დავალება
კარგად  აქვს გააზრებული დავალება
კარგად  აქვს გააზრებული დავალება, მომზადებული მასალა მრავალფეროვანია
შესრულების სისტემატურობა
არ ასრულებს დავალებას სისტემატურად
დავალებას ზოგჯერ ასრულებს
დავალებას სისტემატურად ასრულებს, თუმცა ხარვეზებით
დავალებას ასრულებს სისტემატურად და ამდიდრებს დამატებითი ინფორმაციით
საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი
ვერ ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას
მეტ-ნაკლებად  ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას
გასაგებად ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას
დამაჯერებლად  ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას
წერის კულტურა
წერს გაურკვევლად
წერს გარკვევით, თუმცა ხარვეზებით
წერს გასაგებად და უშეცდომოდ
წერს შესანიშნავად და უშეცდომოდ

                                              





                                       პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ფასდება აქტივობები
        დაბალი
         საშუალო
         მაღალი
თემის გასაგებად წარმოდგენა
ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად
წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად
წარმოადგენს თემას გასაგებად, ამყარებსარგუმენტებით
ინფორმაციის ფლობის უნარი
ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს  საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს თვალსაჩინოებას
იყენებს თვალსაჩინოებას, თუმცა  თემას  ნაწილობრივ  პასუხობს
იყენებს  თემატიკის შესაბამის თვალსაჩინოებას
დროის ლიმიტი
ვერ იცავს დროის ლიმიტს 
იცავს ნაწილობრივ  დროის ლიმიტს 
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს 

                                 
                   საგაკვეთილო მასალის ცოდნის შეფასების რუბრიკა

ფასდება აქტივობები
 არადამაკმაყ.
   დამაკმაყ.
    კარგი
       სანიმუშო
ფაქტობრივი მასალის ცოდნა
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, არაორგანიზებულად წარმოადგენს საკითხს
ადეკვატურად იყენებს ზოგიერთ ცნებას, არასრულყოფილად წარმოადგენს საკითხს
ადეკვატურად იყენებს ცნებებს, ორგანიზებულად წარმოადგენს საკითხს
ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ცნებებს,სრულყოფილად წარმოადგენს საკითხს, ავლენს ღრმა ანალიზის უნარს
თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან კავშირი
არაადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ნაწილობრივ იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში
ადეკვატურად იყენებს  თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან მიმართებაში, ავლენს ტრანსფერის უნარს



















No comments:

Post a Comment