გაკვეთილის თემა
|
ნ.დუმბაძის
,,მზე“
|
||||||
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელიდა გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა - შორენა კუპრავა
ბუნებისმეტყველება - შორენა კუპრავა
ისტ-ი - შორენა კუპრავა
|
||||||
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური,კლასი მე-4
|
||||||
მიზანი
|
ტექსტის კითხვა და ანალიზი;
პაუზებად კითხვა და ტექსტის კონსტრუირება;
ნ.დუმბაძის შემოქმედების სხვა რაკურსით დანახვა;
საგანთშორისი კავშირი ბუნებისმეტყველებასთან-საქართველოს მდინარეები
და აფხაზეთის თემაზე მცირე ექსკურსი;
ავტორის ჩანაფიქრის სხვაგვარი ინტერპრეტაცია;
|
||||||
ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/
ინდიკატორები
|
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად
აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·
შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს
ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
ქართ. IV. 3. ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ /
შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და
ინტონაციით
გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
იყენებს
ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ.
IV. 8. ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ
ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის
თავის არჩევანს;
·
განმარტავს,
რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·
მიუთითებს,
რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი,
ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·
მონაწილეობს
წაკითხულის შესახებ გამართულ
დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული
ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
ბუნ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული
ობიექტის აღწერა;
ის
ტექნ. I.5. მოსწავლეს
შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების
გამოყენება.
·
იყენებს საძიებო სისტემას
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო
ან ვიდეო ფაილს ნახატი ფილმიდან ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
·
იყენებს ვებზე დაფუძნებულ თარგმნის სისტემას უცხო ენიდან სხვადასხვა
სიტყვების, ფრაზების სათარგმნელად (მაგალითად, იყენებს google translate-ს);
·
იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო
რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ
წარმოდგენის მიზნით (მაგალითად:
ვიზუალური მასალა, საგანმანათლებლო თამაშები
და სხვა);
·
იყენებს ისტ-ს სწავლის
გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის
წასახალისებლად.
|
||||||
შეფასება
|
|||||||
აქტივობები და დრო
(გაკვეთილის მსვლელობა)
|
_,,ჩემო მამულო , მე ერთი
პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა. აკაკისეული სიტყვებით მინდა მუხლმოდრეკილი
მოგმართო: ვიდრე ცოცხალი ვარ
, მკურნალად შემეყარე,შენი მზისა და მთვარის,მოკაშკაშ-მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი
არ მომაშორო,შენი ზურმუხტის ხმელეთს ნუ მოწყვეტ და როცა მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე...“
„ ნატვრა“
ამონაწერი უბის
წიგნაკიდან
1)მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია,ხოლო მის გარშემო მბრუნავი
პლანეტები 7 ცთომილი,ცის ის ბინადარნი,რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი
ცეცხლის გარშემო. ვაი,იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.
2)უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი უთბილესი გული,უმზესი სული
და თაკარა ბუნებას აქვს,რომ მთელ სამყაროს დასწვავდა,კავკასიონის მარადი თოვლი რომ
არ აგრილებდეს და არ აშოშმინებდეს.
აქტივობა
3. როლებად კითხვა . ერთ-ერთ ჯგუფში განაწილდა როლები. როლებად წაკითხვის მერე
დაისვა კითხვები:
1)რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული?
2)რა არის გაპიროვნება?
3)წელიწადის რომელ დროზეა ლაპარაკი?
4)საიდან ვხვდებით?
5)სად მდებარეობს ერცახუ?
(ერცახუ, ერწახვი-მწვერვალი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. მისი სიმაღლე 3910მ-ია
6)რომელი კუთხის მზის ამოსვლა აღწერეს?
7)თქვენი აზრით რისი თქმა სურდა მწერალს?
ჩვენ კი, სხვა რაღაცის თქმა გვსურს. გვინდა გავეცნოთ აფხაზეთს უფრო ახლოდან
და მოვესიყვარულოთ შორიდან.
აქტივობა
4. „აფხაზეთი“
აფხაზეთი საქართველოს ჩრ. დასავლეთის უკიდურესი პროვინციაა. ამჟამად
მისი ჩრ. საზღვარი კავკასიონის მთავარ ქედს გასდევს.
სამხრეთით და სამხრეთ
დასავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრ.დასავლეთით საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის,ხოლო
აღმოსავლეთით სვანეთ-აფხაზეთის ქედი და ენგური ესაზღვრება.
აფხაზეთის ავტ.რესპ. ფართობი დღეს 8,7 ათასი კვ.კმ-ია,რაც
საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს,ანუ 1/8 შეადგენს.
ქართული წყაროები აფხაზეთს პირველად მე-8 საუკუნის
ისტორიული მოვლენების აღწერისას იხსენიებენ, ხოლო ბერძნულ წყაროებში ტომის სახელწოდება
„აფსილებისა“ და „აბაზგების“ სახით ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებიდან გვხვდება.
I ათასწლეულში ცხოვრობდნენ ქართველი ტომები სხვა
გაურკვეველი ეთნიკური წარმომავლობის ტომებთან ერთად. შემდგომ ახალი წელთაღრიცხვის
პირველი საუკუნეებიდან აქ მოიხსენიებიან აბაზგები,აფშილები,სანიბეგი და ა.შ... რომლებიც
შავი ზღვის გარშემო სახლობდნენ. შემდგომ ამავე ხანებში ჩამოყალიბდა ამ ტომებით დასახლებული
პოლიტიკური ერთეულები-აბაზგია,აფშილეთი.სამიბეგი და ა.შ...რომლებიც შემდგომ ეგრისის
ანუ ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
თავდაპირველად
აფხაზეთის, იგივე აბაზგიას, გაცილებით მცირე ტერიტორია ეჭირა მე-8 საუკუნის ოცდაათიან
წლებში. მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანდა და შეიქმნა „აფხაზეთთა სამეფოდ“ წოდებული
ქართული სახელმწიფო,რომლის ცენტრი ქუთაისი იყო.
აგრეთვე საგულისხმოა,რომ დასავლეთ საქართველოს
ეკლესია შეუერთდა მცხეთის ავტოკეფალურ ეკლესიას,რაც საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანების
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდა.
დღევანდელი სახით აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკა შეიქმნა 1921 წელს და დღემდე საქართველოს კანონმდებლობით
საქართველოს შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის დედაქალაქია სოხუმი, რომელიც თბილისიდან
დაახლოებით 400 კილომეტრზე მდებარეობს.
დღევანდელი
სოხუმის ადგილზე ძველი წელთაღიცხვის მე-6 საუკუნეში ბერძნებმა დაარსეს ქალაქი დიოსკურია,
რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხუმს უწოდებდა.ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში
ქალაქი ცხუმი,იგივე სოხუმი, 736 წლიდან მოიხსენიებოდა.
აქტივობა 5. ვიდეო აფხაზეთზე+ლექსი. მოხდა
ვირტუალურად მოგზაურობა აფხაზეთში,რადგან დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილად არ იყო
საშუალება წასულიყვნენ მის სანახავად,თან წაკითხულ იქნა დევნილი მოსწავლეების მიერ
არაჩვეულებრივი და ძალიან სევდიანი ლექსი აფხაზეთზე.
III
ფაზა (დაუფლების
ფაზა-რეფლექსია)
აქტივობა 6. მოსწავლეებმა
( ჯგუფებში) დაწერეს თხზულება ,,განთიადი“, პარალელურად დახატეს მზის ამოსვლა, თან
ეკრანზე გადიოდა მზის ამოსვლის სურათები.
აქტივობა 7.
ასოციაციური რუკის საშუალებით მოხდა მზის დახასიათება. ისაუბრეს მზის სხივთა ფერის შესახებ.
აქტივობა 8. შემაჯამებელი ტესტის წერა. (იხ.
ტესტებში)
|
||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-4 კლასის სახელმძღვანელო ,,ქართული ენა და ლიტერატურა“-ნ. მაღლაკელიძე,
ც. ყურაშვილი, ე. მაღლაკელიძე; აქტივობების რვეული; ,,გამოსცადე შენი თავი“-დამატებითი
სავარჯიშოები; ვიდეომასალები (იხ. ვიდეომასალებში);
ნახატები;ტესტები; ბუკლეტები (იხ. ბუკლეტებში); დაფა, ცარცი
|
================================================================================================================================================
გაკვეთილის თემა
|
,,სიტყვის ძალა“ - ხალხური |
|
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
შორენა კუპრავა
|
|
სწავლების საფეხური
|
I საფეხური, IV კლასი
|
|
მიზანი
|
ტექსტის კითხვა და ანალიზი;
პერსონაჟების დახასიათება და შედარება;
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა მოვლენებსა
და ფაქტებს შორის;
ადგილის ზმნიზედასთან დაკავშირებული ორთოგრაფიულ-სტილისტური
ჩვევების ფორმირება;
კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება;
|
|
ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/
ინდიკატორები
|
ქართ.
IV. 1. მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და
თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
ქართ.
IV. 2. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის
საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს
მსგავს სიტუაციებს;
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს
სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
·
ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან
და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·
იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-
გრამატიკული საშუალებების გამოყენება
კონკრეტულ
სამეტყველო სიტუაციაში.
ქართ.
IV. 5. გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს
და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა
და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
·
განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი
ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 10. ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა
ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის,
კონტექსტისა და სხვ.)
დახმარებით;
·
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის
შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ
საფუძველს;
ქართ. IV.
12. იცავს
შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
·
ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ
ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა
ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით
და ა.შ.);
·
ქმნის ნაწარმოების განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.
|
|
შეფასება
|
(რა
უნდა შეფასდეს?)
1.საშინაო დავალება - დავალების სწორად გააზრება,
ზეპირად გადმოცემის უნარი, მოცემული ტექსტის საკუთარი შეხედულებისამებრ გაგრძელება
და პრეზენტაცია;
2.შესწავლილი მასალის ცოდნა;
3.ტესტების შესრულება და პრეზენტაცია;
შეფასების ტიპი: განმავითარებელი
|
|
აქტივობები და დრო
(გაკვეთილის მსვლელობა)
|
აქტივობა 1. საშინაო დავალების
შემოწმება-5წთ; დავალების გამოკითხვამდე მოსწავლეთა მოტივაციის
მიზნით მოხდა მიზნის გაცნობა.
დავალებად მიცემული
ჰქონდათ აქტივობის რვეულში დავ.1 და დავ.2.
დავ.1-ში
უნდა შეედარებინათ მთავარი პერსონაჟები: უცხოელი და ცხენის პატრონი.
დავ.2-ში კი, საკუთარი შეხედულებისამებრ, უნდა
გაეგრძელებინათ ტექსტი. წაკითხულ იქნა რამდენიმე ვერსია, სადაც ჩანდა მათი კარგად
განვითარებული ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი.
აქტივობა 2. T-დიაგრამის გამოყენებით პერსონაჟების შედარება-4წთ;
დაფაზე გაკეთდა T-დიაგრამა
და დაფიქსირდა განსხვავებული და მისაღები მოსაზრებები, ხოლო დასადასტურებლად წაკითხულ
იქნა შესაბამისი ფრაზები ტექსტიდან.
გაკეთდა დასკვნა, რომ ცხენის პატრონი დადებითი
პერსონაჟია, უცხოელი კი - უარყოფითი.
აქტივობა 3. პაუზებად კითხვა-10წთ; წაიკითხეს მოსწავლეებმა ტექსტი პაუზებით, თითოეული
პაუზის შემდეგ დაისვა საკვანძო კითხვები, რომლებიც იყო შემდეგი სახის:
I(პაუზის
მერე) რატომ ჩაიცვა უცხოელმა მათხოვარივით?
II-რა სიტყვებით
მიმართა ცხენის პატრონს მათხოვარმა?
III-როგორ მოიქცა ცხენის პატრონი მათხოვრის თხოვნაზე?
რით
გაამართლა თავისი საქციელი მათხოვარმა?
IV-როგორ ახსნა თავისი თხოვნა ცხენის პატრონმა?
როგორ
იმოქმედა ამ სიტყვებმა მოძალადეზე?
რა იყო
ავტორის ჩანაფიქრი?
სიტყვას მეტი ძალა აქვს თუ საქმეს?
ამასთან ერთად,
მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარი ვარაუდებს მოქმედების შემდგომი განვითარების
შესახებ და მერე უდარებდნენ ტექსტისეულ ვარიანტს.
აქტივობა 4. ტესტი1-ის შესრულება-9წთ; მითითებულ ტესტში (იხ.ტესტებში) საგაკვეთილო მასალა
,,სიტყვის ძალა“ უნდა დაეკავშირებინათ შოთა რუსთაველის აფორიზმისთვის. (სანამ მუშაობას
შეუდგებოდნენ, მანამდე მოხდა აფორიზმისა და ანდაზის შედარება). ეს დავალება შესრულდა
ჯგუფებში.
აქტივობა 5. როლებად კითხვა-5წთ;მოსწავლეებმა წაიკითხეს როლებად განაწილებული ტექსტი,
მოხდა გამთლიანება (სინთეზი)ტექსტისა და კავშირის აღმოჩენა წინა მასალებთან(,,როგორ
გაჩნდა ჭადრაკი“, ,,ჭეშმარიტი მოძღვარი“)
აქტივობა 6. ადგილის ზმნიზედა-4წთ; შესრულდა სახელმძღვანელოში მოცემული შესაბამისი დავალება.
აქტივობა 7. შემაჯამებელი ტესტი2 -8წთ; ამ ტესტის მიზანი იყო საბოლოო დასკვნის გაკეთება,
რომ:
მიზნის მისაღწევად არ შეიძლება ტყუილის თქმა, უნამუსო
საქციელის ჩადენა;
ტკბილი
სიტყვით გაცილებით მეტს გააკეთებ, ვიდრე ძალით, ანუ, ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს
ენა ტკბილად მოუბარი“;
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-4 კლასის სახელმძღვანელო ,,ქართული ენა და ლიტერატურა“-ნ.
მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ე. მაღლაკელიძე; აქტივობების რვეული; ,,გამოსცადე შენი
თავი“-დამატებითი სავარჯიშოები; ტესტები; დაფა, ცარცი
|
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. გაკვეთილის თემა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა ბუნებაში
|
2. სწავლების საფეხური
და კლასი
|
I საფეხური, II კლასი
|
3. ინტეგრირებული საგნები;
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
1. ბუნებისმცოდნეობა - შორენა
კუპრავა;
2. მათემატიკა - შორენა კუპრავა
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
33
|
5. განსაკუთრებული მიდგომების
საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი
|
0
|
6. გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
ბუნებისმცოდნეობა
1. ამოიცნონ და დაასახელონ ბუნებაში არსებული ბუნებრივი და
ხელოვნური გეომეტრიული ფიგურები;
2. გეომეტრიული ფიგურებისგან შექმნან
ცხოველთა და
მცენარეთა გამოსახულებები;
3. გაიცნონ ლოკალური გარემო
მეზობელი სკოლების მაგალითზე.
მათემატიკა
4. აღწერონ ობიექტის მდებარეობა მეორე ობიექტის მიმართ;
5.
დახატონ და
განალაგონ ობიექტები მითითებული ინსტრუქციით შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგ.
მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ)
|
7. ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
ბუნ. II.1. მოსწავლე აღწერს
მცენარის და
ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს;
· ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას.
ბუნ. II. 5. მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში;
· ასახელებს ნაცნობ გარემოს
(მაგ. საკუთარ
საცხოვრებელს, სკოლას,
ეზოს, პარკს)
და მისთვის
მნიშვნელოვან ორიენტირებს. აღწერს მარშრუტებს ამ
ობიექტებამდე.
ბუნ. II. 7. მოსწავლე ამოიცნობს და განასხვავებს ლოკალური გარემოს გეოგრაფიულ ობიექტებს;
· მასწავლებლის დახმარებით იკვლევს
ლოკალურ გარემოს,
ადეკვატურად იყენებს
გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს და
ქმნის მათ
მარტივ მოდელებს (მაგ. ძერწავს).
მათ. II. 8. მოსწავლე იყენებს
თვისობრივ და
რაოდენობრივ ნიშნებს
ფიგურების აღსაწერად;
· განასხვავებს ფიგურის შიგა
და გარე
არეებს. უთითებს
ფიგურის შიგნით,
გარეთ და
საზღვარზე მდებარე წერტილებს.
მათ. II. 9. მოსწავლე ორიენტირებს გარემოში და აღწერს
ობიექტთა ურთიერთგანლაგებას;
· განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით. აღწერს
ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ
შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგ. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ).
ისტ-ი. იყენებს
შეტანისა (მაუსი,
კლავიატურა) და
გამოტანის მოწყობილობებს (მონიტორი, პრინტერი) ისტ-ის საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისათვის (1).
· იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი აქტივობისას (1,3).
|
8. თანმიმდევრობა (აქტივობა
და დრო)
|
გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
აქტივობა
I. საშინაო დავალება ”ჩემი სახლის გარემო”-
8წთ, ბუნ.
II. 5; მათ. II. 9.
ქვემიზანი: მოსწავლე აფიქსირებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის
გარშემო არსებულ
ბუნებრივ და
ხელოვნურ ორიენტირებს. მონაცემებს წარმოადგენს ნახატის
სახით.
მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ
დაეფიქსირებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარშემო არსებული ბუნებრივი და ხელოვნური ორიენტირები და მონაცემები წარმოედგინათ ნახატის სახით.
მოსწავლეთა მიერ
შესრულებული ნახატები განთავსდა კედელზე. მოსწავლეთა მიერ მოხდა რამდენიმე ნახატის ამორჩევა და
ნახატის გარშემო
ისაუბრეს თვით
ავტორებმა. მათ
დაესვათ ისეთი
ტიპის კითხვები, სადაც ორიენტაცია გაკეთდა
ტერმინებზე: მარჯვნივ, მარცხინვ ზემოთ, ქვემოთ,
წინ, უკან,
გვერდით. ასევე
იყო მათემატიკური ხასიათის კითხვები:
რომელ გეომეტრიულ ფიგურას
მოგაგონებს შენი
სახლი?
კიდევ რომელი გეომეტრიული ფიგურები გაქვს გამოყენებული ნახატში?
ნახატში გამოყენებული ორიენტირებიდან (ობიექტებიდან) რომელია ბუნებრივი და რომელია ხელოვნური?
მესერი რამდენ არედ
ყოფს სახლის
მიმდებარე ტერიტორიას?
შენიშვნა მიეცა იმ
ნახატის ავტორებს, რომელთაც ორიენტირად გამოყენებული ჰქონდათ მოძრავი საგნები.
შეჯამებისას აქცენტი გაკეთდა
იმაზე, რომ
ორიენტირად უნდა
აირჩიონ მხოლოდ
და მხოლოდ
უძრავი საგნები,
და ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ
თურმე ბუნებაში არსებული ხელოვნური თუ
ბუნებრივი საგნები
შედგებიან გეომეტრიული ფიგურებისაგან .
ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა თემის გაცნობა
.
(შეფასება გაკეთდა მხოლოდ
მასწავლებლის კომენტარებით)
მასალის განსავრცობად და
განსამტკიცებლად მოსწავლეებს მიეცათ
ასეთი დავალება:
აქტივობა II - ”გეომეტრია და
ბუნება” – 12 წთ.
(ჯგუფური მუშაობა)
ბუნ. II. 1; მათ.
II. 8.
ქვემიზანი: ამოიცნონ და
დაასახელონ ბუნებაში არსებული ბუნებრივი და
ხელოვნური გეომეტრიული ფიგურები; გეომეტრიული ფიგურებისაგან შექმნან ცხოველთა და
მცენარეთა გამოსახულებები.
შეიქმნა მოსწავლეთა 5 სამუშაო
ჯგუფი:
ჯგუფებს დაურიგდათ განსხვავებული სახის გეომეტრიული ფიგურები
I ჯგუფს მიეცა ოთხკუთხედები, რომლისგანაც უნდა შეექმნათ ყვავილი;
II ჯგუფს წრეებისგან უნდა
აეწყო დათვი;
III ჯგუფს შეკრული წირებისგან - სოკო;
IV ჯგუფს ტეხილებისგან - ზღარბი;
V ჯგუფს სამკუთხედებისგან - ნაძვი;
სამუშაოს დასრულების შემდეგ
გაკეთდა ნამუშევართა პრეზენტაცია, (იხ. მასალებში), სადაც თითოეულმა ჯგუფმა
დაახასიათა შესაბამისი გეომეტრიული ფიგურა და
მიღებული ცხოველი,
თუ მცენარე.
I ჯგუფი
ოთხკუთხედი შეკრული ტეხილია,
რომელსაც 4 კუთხე,
4 გვერდი და 4 წვერო
აქვს. ისინი
ერთანეთისგან განსხვავდებიან ფორმით. ოთხკუთხედის ფორმისაა ჩვენს ირგვლივ არსებული თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა.
ყვავილი მცენარეა. ყვავილები ერთმანეთისგან გასხვავდებიან ფორმით,
ზომით, ფერით.
ზოგიერთი ყვავილი
არაჩვეულებრივ სურნელებას აფრქვევს, ზოგიერთს კი
საკვებადაც ვიყენებთ მაგ. ყვავილოვან კომბოსტოს.
II ჯგუფი.
წრე ისეთი გეომეტრიული ფიგურაა, რომელსაც არც
წვერო, არც
კუთხე და
არც გვერდები აქვს, ბუნებაში წრისებური ფორმა აქვს მზეს,
მთვარეს, დედამიწას და ა.შ.
დათვი მტაცებელი ცხოველია, ის მცენარეებითაც იკვებება და ცხოველებითაც. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და
ზამთრის ძილს
ეძლევა. დათვი
ზოგჯერ შინაურ
ცხოველებსაც ესხმის
თავს, ზოგჯერ
ნათესებსაც აზიანებს.
III ჯგუფი.
წირი მრუდი ხაზია,
რომელიც შეიძლება იყოს შეკრულიც და
გახსნილიც. ფურცელზე დახატული შეკრული წირი
ამ ფურცელზე ორ არეს გამოყოფს: შიგა და გარე
არეს. ბუნებაში წირის ფორმის ძალიან
ბევრი ფიგურა
არსებობს.
სოკო ძალიან უცნაური
მცენარეა. მას
არც ფესვი,
არც ღერო
და არც
ფოთოლი აქვს.
სოკოს ძალიან
უყვარს ნაწვიმარზე ამოსვლა. ის ზოგჯერ
ხეზეც ხარობს.
სოკო არის
შხამიანიც და
სასარგებლოც. სასარგებლო სოკოს ადამიანები საკვებად იყენებენ.
IV ჯგუფი.
ტეხილი მონაკვეთებისგან შედგება. ტეხილიც
არის შეკრული
და გახსნილი. შეკრული ტეხილი მრავალკუთხედებს ქმნის. ტეხილის ფორმის
საგნები ბუნებაში უფრო იშვიათად გვხვდება.
ზღარბი ღამის ცხოველია, მაგრამ ზოგჯერ დღისითაც გამოდის სანადიროდ. მას
ზურგზე ეკლები
აქვს, მუცელზე
და თავზე
კი ბეწვი.
შეუძლია ბურთივით დამრგვალება. ზამთარში იძინებს.
ის ძალიან
სასარგებლო ცხოველია, რადგან ანადგურებს უამრავ
მავნე მწერებს,
მატლებსა და
გველებს.
V ჯგუფი
სამკუთხედს 3 წვერო, 3 გვერდი
და 3 კუთხე
აქვს. სამკუთხედი შეკრული ტეხილიცაა. სამკუთხედებიც ერთმანეთისგან ფორმით განსხვავდებიან. სამკუთხედის ფორმისას სახლის
სახურავებს აკეთებენ ხოლმე ადამიანები.
ნაძვი მარადმწვანე მცენარეა. მისი ფოთლები წიწვებია. ნაძვს უფრო ტენიანი
ჰაერი უყვარს,
ამიტომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ზღვისპირეთში. ჩრდილსაც იტანს
და ფიჭვის
ტოტებქვეშ მოკალათებული მშვენივრად გრნობს თავს.
შეფასება მოხდა სქემის
მიხედვით, რომელიც
აისახა ”შეფასების ხეზე”. (იხ. მასალებში)
აქტივობა III. “ამოვხსნათ ამოცანები” – 6 წთ. (ჯგუფური მუშაობა)
მათ. II. 5
ქვემიზანი: ორიენტაციული ალღოს
განვითარება.
კომპიუტერებში წინასწარ გამზადებულია ტესტები თითოეული ჯგუფისათვისშ. ტესტი ასეთია:
შემოხაზეთ სწორი პასუხები
1) რიგში წითელქუდას წინ
5 ბავშვი იდგა, წითელქუდას უკან - 3. სულ რამდენი
ბავშვი მდგარა
რიგში?
ა) 8; ბ) 9; გ) 2;
2) ლიფტმა მოძრაობისას ჯერ
მესამე სართულს
გაუარა, შემდეგ
მე-5-ს.
საითკენ მოძრაობდა ლიფტი?
ა) ზემოდან ქვემოთ,
ბ) ქვემოდან ზემოთ; გ) მარცხნიდან მარჯვნივ.
3) ოთხკუთხედის ერთ წვეროს
რამდენი მეზობელი წვერო აქვს?
ა) 4; ბ) 3; გ) 2;
შეფასება მოხდა სქემით.
შედეგები აისახა
”შეფასების ხეზე”.
აქტივობა IV ”საქართველოს რუკა”-
5 წთ. (მუშაობა მთელ
კლასთან).
ქვემიზანი: ორიენტაციული უნარის
განვითარება.
პროექტორზე ხდება კუთხეებად დაყოფილი საქართველოს რუკის
ჩვენება მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად. (იხ.
მასალებში). ეს
რუკა გამზადდა სპეციალურად ამ აქტივობისთვის.
დაისვა
შემდეგი კითხვები:
1. რა
არის პროექტორზე გამოსახული?
2. რატომ
არის რუკა
ნაწილებად დაყოფილი
3. რამდენი
კუთხე ყოფილა
საქართველოში? (16)
4. ანუ,
რამდენი შიგა
არისაგან შედგება
რუკა?
5. არეები
რითია გამოყოფილი ერთმანეთისაგან? (წიბოებით)
6. წიბოებს
სხვანაირად კიდევ
რას ვუწოდებთ? (საზღვრებს)
7. რომელი
ქვეყნები ესაზღვრებიან ჩვენს სამშობლოს?
8. რომელ
კუთხეში ვცხოვრობთ, ჩვენ, თბილისელები?
მერე სახელდება ქართლის
მოსაზღვრე კუთხეები.
ბოლოს, აქტივობა სრულდება მ. მაჭავარიანის ლექსით
”საქართველო”.
ეს აქტივობა ფასდება
მხოლოდ კომენტარებით.
მომდევნო აქტივობით კი
ხდება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება.
წინა აქტივობით თუ
გავაცანი ჩვენი
სამშობლოს მოსაზღვრე, ანუ, მეზობელი ქვეყნები, ამ აქტივობით უნდა
გამეცნო თავიანთი სკოლის მეზობელი სკოლები,
რომელშიც დაგვეხმარა წერილები.
აქტივობა
V ”წერილი”- 14 წთ.
(ჯგუფური მუშაობა),
ბუნ. II. 7. მათ.
II. 9.
ქვემიზანი: ლოკალური გარემოს
გაცნობა და
მითითებული ინსტრუქციით და შესაბამისი ტერმინებით ობიექტების სწორად განლაგება.
ვურიგებ ყველა ჯგუფს
თითო წერილს,
ასეთი შინაარსით.
წერილი 1. გამარჯობათ ჩემო
მეგობრებო!
მე. თქვენი ყოფილი
კლასელი , მარიამ
ჩიხლაძე ვარ,
რომელიც სასწავლებლად გადავედი იქვე, თქვენს
მეზობლად მდებარე
83-ე სკოლაში.
თუ ჩემი ნახვა
მოგესურებათ, შეგიძლიათ ადვილად მომაგნოთ, თუ
ამ წერილს
ყურადღებით წაიკითხავთ. ჩემი სკოლა თქვენი
სკოლის მარჯვნივ მდებარეობს და ასე
გამოიყურება: სკოლა ბორცვზეა აშენებული, იგი სამსართულიანია, ოთხკუთხედის ფორმის. სტაფილოსფრად შეღებილი სახურავი სამკუთხედის ფორმისაა. მარჯვნივ წიწვნარია, მარცხნივ გზაა, უკან რკინიგზის ლიანდაგია , წინ კი ყვავილნარია.
წერილი 2. გამარჯობათ ჩემო
მეგობრებო!
ამ წერილს, თქვენი
ყოფილი კლასელი,
შოთიკო გოგონაძე, გიგზავნით, რომელიც სასწავლებლად გადავედი 106-ე სკოლაში.
ჩემი სკოლა თქვენი
სკოლის მეზობლად, მის მარცხენა მხარეს
მდებარეობს და
ასე გამოიყურება: სკოლა ოთხსართულიანია, ოთხკუთხედის ფორმის, ვარდისფრად შეღებილი. იგი სწორ ადგილზეა აშენებული. მარჯვნივ ბორცვია, სადაც გზა გადის, გზის იქით რკინიგზის ლიანდაგია, მარცხნივ სტადიონია, წინ ბაღია მოზრდილი ხეებით, უკან კი გზა გადის.
სამუშაოს დასრულების შემდეგ
მოხდა პრეზენტაცია. მოსწავლეები კითხულობდნენ წერილებს და პარალელურად ხდებოდა
ნახატის ტექსტთან შედარება (იხ. ნახატები მასალებში).
ჯგუფები შეფასდა სქემით,
რომელიც აისახა
”შეფასების ხეზე”.
|
9. შეფასება
|
სასწავლო შედეგი შემოწმდა სიმბოლური ჯილდოებით (რადგან
დაწყებითი საფეხურია) შეფასების ტიპია განმავითარებელი და ჯგუფური.
წინასწარ გამზადდა ფორმატზე ხე, (იხ. მასალებში), რომელსაც აქვს 5 ტოტი
(5 ჯგუფის შესაბამისი) ტოტებზე
თანდათანობით განლაგდა ხუთკუთხედები, ოთხკუთხედები და
სამკუთხედები, იმისდა
მიხედვით, თუ
რომელმა ჯგუფმა
რა შეფასება დაიმსახურა, კერძოდ:
ხუთკუთხედია - უმაღლესი შეფასება
ოთხკუთხედი - საშუალო
სამკუთხედი - დაბალი.
შედეგები დაჯამდა
კუთხედების რაოდენობის მიხედვით. გამარჯვებული გუნდის
ყველა წევრს
გადაეცა წითელი
ალამი (რომელიც
მოთავსდა კლასში
სპეციალურად გაკეთებულ ჯიბაკებიან ”ჩვენ ყოველდღიურ წარმატებებ”-ში)
|
10. საკლასო მენეჯმენტი
- საგანმანათლებლო რესურსები
|
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერები
პროექტორი
მოსწავლეთა ნახატები
ფერადი ფანქრები
წებო
სუფთა ფურცლები
ინფორმაციის წყაროები
მე-2 კლასის ბუნებისმცოდნეობა-ნ. ბარნაველი, თ.
გეგეჭკორი
მე-2 კლასის მათემატიკა- ბ. ბერიშვილი,
ო. კოტეტიშვილი,
ბ. სულაკაური
ნ. ოქროპირიძის ”ფანტაზია და მარჯვე ხელები”.
|
========================================================================
ტესტი
შემოხაზეთ სწორი პასუხი
1.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შოთა რუსთაველის რომელი აფორიზმი მიესადაგება ნაწარმოებს „სიტყვის ძალა“?
ა) რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო;
ბ) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი;
გ) თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი;
დ) რაც არ გერგება, არ შეგერგება.
2. რომელია მათგან ანდაზა?
1) ა,ბ,დ 2) ა,დ 3) ბ,გ 4) ყველა
3. ვის ეკუთვნის აფორიზმი: „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“
1) დავით გურამიშვილს;
2) შოთა რუსთაველს;
3) სულხან-საბა ორბელიანს.
ტესტი -შემაჯამებელი
1.მოთხრობას „სიტყვის ძალა“ რატომ აქვს ეს სათაური?
ა) სიტყვის ძალით ცხენის პატრონმა მათხოვარი ცხენზე შესვა;
ბ) სიტყვის ძალით მათხოვარმა ხელში ჩაიგდო ცხენი;
გ) სიტყვის ძალამ შეაგნებინა უცხოელს საკუთარი დანაშაული.
2.რა არის მთავარი ამ ტექსტში?
ა) ცხენის პატრონის კეთილშობილება;
ბ) საკუთარი დანაშაულის შეცნობა და მონანიება;
გ) ცხენის დაბრუნება.
3.როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი დასახული მიზნის მისაღწევად?
ა) გქონდეს ძალიან დიდი სურვილი;
ბ) იყო მარჯვე და მოხერხებული;
გ) ტყუილითა და ფლიდობით მიაღწიო გამარჯვებას;
დ) შენს მიზანს მიაღწიო პატიოსანი გზით, სხვისი დაზარალების გარეშე.
================================================================================================================================================
ხალიფა და არაბი
ბაღდადის ხალიფა კარგი მხედარი იყო. კარგ ცხენს
ძვირად იყიდდა. ერთმა არაბმა ერთი ცხენი მოუყვანა და ორი ათას მარჩილად დააფასა.ხალიფა
არც (1 ), ისე მოატანინა
თავის მსახურებს ფული და გადაუხადა არაბს.
არაბმა უთხრა:
_ ეგ ფული ერთ ტომარაში (2 ) , თორემ როგორ წავიღებო?
მართლაც მოუტანეს ტომარა.არაბმა ჩაყარა ეს ფული
შიგ, შემდეგ გადაჰკიდა უკვე (3 ) ცხენს, თვითონაც ზედ მოაჯდა და( 4 ). გამოუდგა ხალიფას ჯარი,
მაგრამ ვერ (5 ), ეგ კი არა და, მის კვალსაც ვერ მიაგნეს. მობრუნდნენ
დაღონებულნი.
მესამე დღეს არაბი თვითონ (6 ) და ცხენი მოიყვანა.
ჰკითხეს:
_ რატომ მოიქეცი ასეო?
მან უპასუხა:
_ ვერცხლი მძიმე არის, ვერ (7 ), არადა, შორს ვცხოვრობ,როგორ
უნდა წამეღო?! მაშინ ფულის ჩასაყრელად თან არაფერი მქონდა წამოღებული. ამიტომ ცხენით
წავიღე, ახლა კი ეს ცხენი უკან მოგიყვანეთო.
_ კი მაგრამ, ახლა ვინ (8 ), ცხენი რაღატომ მოიყვანე
უკანო?
მან გაიცინა და უსაყვედურა:
_ კარგის (9 ) ეგ მექნა,ღმერთი რას
მიზამდაო?
ლექსიკონი
ხალიფა - არაბთა მეფე
მარჩილი - ფულის ერთეული ძველად
მგონია,
რომ სინამდვილეში
1 _________________________ ____________________________
2 __________________________ ____________________________
3 __________________________ ____________________________
4 __________________________ ____________________________
5 __________________________ ____________________________
6 __________________________ ____________________________
7 __________________________ ____________________________
8 __________________________ ____________________________
9 __________________________ ____________________________
No comments:
Post a Comment